Friday, December 9, 2016

მეცხრე დღის რეფლექსია

გადავხედეთ  ჩვენს  პორთფოლიოს.თითოეულმა  ჩვენთაგანმა  გავაკეთეთ  პრეზენტაციები.გავუკეთეთ  უკუკავშირი  ერთმანეთის  ნამუშევრებს. გავიხსენეთ ბლოგზე  გაზიარება  და  ლინკის  დადება. ავტვირთეთ,   გამოვაქვეყვნეთ  ჩვენი  ნამუშევრები.

Saturday, December 3, 2016

VIII დღის რეფლექსია

ვიმუშავეთ ბლოგზე.შევქმენით   შაბლონი.  ერთმანეთს  გაუზიარეთ  ნამუშევრები  და ავტვირთეთ დრაივზე.

Wednesday, November 30, 2016

მეშვიდე დღის რეფლექსია

ვიმუშავეთ  აქტივობაზე  წყვილებში  "დაწყვილდი,დაფიქრდი-გაუზიარე"შევქმენით  პროექტის  შეფასების  სქემა  და შეფასების  რუბრიკები.

Friday, November 25, 2016

მეექვსე დღის რეფლექსია

ვიმუშავეთ  სასწავლო  რესურსები შექმნაზე.მოსწავლეთა   წარმატებების მისაღწევად  სწავლების  პროცესის ხელშეწყობასა  და     სწავლების  შეფასების  მიზნით   გავეცანი  სწავლების   სხვადასხვა  სტილი. გავეცანით  დიფერენცირებადი  სწავლების  მეთოდიკაში  გავრცელებულ  ოთხ  დონეს.განვიხილეთ როგორ  ხდება თვითრეგულირებადი  უნარის   განვითარება  მოსწავლეებში.  ვიმუშავეთ  პროექტის  გეგმაზე.

Wednesday, November 23, 2016

მეხუთე დღის რეფლექსია

განვიხილეთ   პროექტის  შეფასების  დროის  ჩარჩო.გავაანალიზეთ  შეფასების  5-მიზანი და მისი შესაბამისი  სტრატეგიები,   როგორც  გზამკვლევი.განვიხილეთ  შეფასებისათვის  საჭირო  ინსტრუმენტები.შევქმენით  წინარე- ცოდნის  დამადასტურებელი  დოკუმენტი გონებრივი  იერიშის კითხვები,რაც   საშუალებას მომცემს  გამიადვილდეს  პროექტზე  მუშაობა.























Tuesday, November 22, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია

შევარჩიეთ სტანდარტი ჩვენი თემის შესაბამისად. განვიხილეთ თუ როგორ უნდა შევარჩიოთ მიზნები რომ ბუნდოვანი არ იყოს. ვნახეთ ბლუმის ტაქსონომიის სიტყვები და 2 1-ე საუკუნის უნარ ჩვევები სიტყვები.განვიხილეთ როგორ დავსვათ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.

Tuesday, November 15, 2016

მესამე დღის რეფლექსია

ყოველი დღე მეტად  საინტერესოა.განვიხილეთ  ინტერნეტი  როგორც  საკომუნიკაციო  საშუალება.როგორ   უნდა   გამოვიყენოთტექნოლოგიები  ყველაზე  ეფექტურად  სწავლების  პროცესის  გასაუმჯობესებლად.  მოვისმინეთ  ერთმანეთის  საპროექტო თემები.შევქმენით   ბლოგი.მოვიძიეთ  პროექტის შესაბამისი სურათები.